Header Ads

ევრომაიდნის საქმის მოსამართლეს კიევში თავს დაესხნენ

ევრომაიდანი

კიევის სვიატოშინსკის რაიონის სასამართლოს მოსამართლეს, სერგეი დიაჩუკს, რომელიც 2014 წლის „ევრომაიდნის“ საქმეს განიხილავს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მოსამართლეთა საბჭო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

მოსამართლე ამჟამად ჰოსპიტალიზებულია.

მოგვიანებით თავდამსხმელის დაკავება მოხერხდა.ის 1964 წელს დაბადებული პირია. სამართალდამცველებმა ის დასაკითხად წაიყვანეს.

თავად დიაჩუკი ამ თავდასხმას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

კიევის მთავარი მოედანი 2013 წლის 21 ნოემბერს ევროინტეგრაციის მომხრეებმა დაიკავეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეჩერების შესახებ განაცხადა. მოედანი  ძალოვნებისა და დემონსტრანტების დაპირისპირების ეპიცენტრი გახდა. დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი.

ამ მოვლენების შემდეგ უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ქვეყანა დატოვა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.