Header Ads

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ შვილმკვდარ მშობლებს ბოდიში მოუხადა

დავით რაზმაძე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ განცხადება დავით რაზმაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„მე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს დამცველსაც და მოწინააღმდეგესაც, რადგან მმართებდა მეტი თმენის ვალდებულება, არა ჩემი დღევანდელი თანამდებობის გამო, არამედ ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ვინც მე მიცნობს მათთვის წარმოუდგენელი იყო ჩემი პასუხი, თუნდაც ჩემი შეურაცხყოფის გამო. შენდობას ვთხოვ შვილმკვდარ მშობლებს და დიდი იმედი მაქვს სიმართლე მალე გაირკვევა,'- წერს გორის საკრებულოს თავმჯდომარე.

ლაპარაკია ინციდენტზე, რომელიც გორში აქციის დროს მოხდა. დავით რაზმაძემ და ზაზა სარალიძემ გორის ცენტრში ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ზაზა სარალიძე გორში ხელთუბნელების მიერ გამართულ აქციაზე ჩავიდა, სადაც 6 ივლისს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, თორნიკე მერებაშვილის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ. გორის საკრებულოს თავმჯდომარემ თბილისიდან ჩასულ მხარდამჭერებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მართულები უწოდა. რასაც შეკამათება მოჰყვა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.