Header Ads

კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა

კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ ოფიციალურ მატჩში გოლი პირველად გაიტანა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტურინული კლუბის შემადგენლობაში თავის მე-4 თამაშში დუბლი შეასრულა. 

„იუვენტუსი“ „სასუოლოს“ ეთამაშებოდა. მატჩი რონალდუს წყალობით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

კრიშტიანუ რონალდუმ  10 ივლისს მადრიდის „რეალი“ 9-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა და ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა. 

მანამდე რონალდუმ მადრიდის „რეალს“ ულტიმატუმი წაუყენა. იმ შემთხვევაში, თუ მას ხელფასს ოთხჯერ არ გაუზრდიდნენ და ყოველწლიურად 80 მილიონ ევროს არ გადაუხდიდნენ გუნდს დატოვებდა და კარიერას სხვაგან განაგრძობდა.

„რეალთან“ კონტრაქტი რონალდუს 2021 წლამდე ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელს ბოლო თვეების განმავლობაში კლუბის მფლობელთან კონფლიქტი ჰქონდა. ამ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 438 შეხვედრაში რონალდუს ანგარიშზე 450 გოლია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.