Header Ads

კობახიძე: კანაფის შესახებ კანონპროექტზე საპატრიარქოსთან კონსულტაციები გვექნება

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ,  კანაფის წარმოებისა და მოხმარების შესახებ კანონპროექტის განხილავათან დაკავშირებით კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო, მომდევნო კვირაში მხოლოდ მოხმარებასთან დაკავშირებული ნაწილი განიხილება.

კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი დააჩქარებული წესით არ განიხილება, თუმცა განხილვა პირველივე სასესიო კვირაში დაიწყება. 

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა.

მისი გთქმით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს.

მეორე ნაწილში იმსჯელებენ კანაფის პროდუქტების წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან კონსულტაციები აუცილებლად იქნება. თუ ეს პატრიარქის სურვილი იქნება.

15 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მარიხუანას რეგულირებისა და კანაფის მოყვანა-წარმოების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, კანაფის შესახებ მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ ადამიანებისგან, რომლებსაც კანონპროექტი არც წაუკითხავთ.

15 სექტემბერს ღამით, საკრებულოსთან სასულიერო პირებმა კანაფთან დაკავშირებული პოლიტიკა გააპროტესტეს.

შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.