Header Ads

რომის პაპმა სიცილიელ მაფიოზებს მიმართა

რომის პაპი

თქვენ არ შეგიძლიათ, თან ღმერთი გწამდეთ და თან იყოთ მაფიოზები, - ასე მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ სიცილიელ მაფიოზებს და მოუწოდა „შეწყვიტონ ღვთის გმობა და ემსახურონ მხოლოდ სიყვარულს“. ამის შესახებ BBC წერს.  პაპმა მიმართა მრევლს, რომ არ დაუჯერონ მათ, ვინც ამბობს, რომ მრავალი მაფიოზი ღმერთს ეთაყვანება. 

„ადამიანი, რომელიც მაფიის წესებს მისდევს, არ ცხოვრობს ქრისტიანულად, რადგან ის საკუთარი ცხოვრებით გმობს უფლის სახელს. შეიცვალეთ, დებო და ძმებო, შეწყვიტეთ საკუთარ თავებსა და ფულზე ფიქრი. დაუბრუნდით ღმერთს“ - თქვა რომის პაპმა. 

რომის პაპმა პატივი მიაგო კათოლიკე სასულიერო პირის, ჯუზეპე პულიზის ხსოვნას, რომელიც 25 წლის წინ სიცილიაზე მაფიის წევრებმა მოკლეს. 

მაფია იტალიური კრიმინალური საიდუმლო საზოგადოებაა, რომელიც პირველად XIX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა სიცილიაში. მისი განშტოებები აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე და ავსტრალიაში XIX საუკუნის ბოლოს სიცილიური და სამხრეთ იტალიური ემიგრაციის პერიოდში აღმოცენდა. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.