Header Ads

ლონდონმა მსოფლიოს ფინანსური ცენტრის სტატუსი დაკარგა

ლონდონი

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის მონაცემებით, ნიუ-იორკმა ლონდონს მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ფინანსური ცენტრის წოდება ჩამოართვა. ამის შესახებ marketwatch-ი წერს. მსოფლიოს მსხვილი ფინანსური ორგანიზაციები ლონდონში თავის ოფისებს ამცირებენ.

კვლევის მიხედვით, მეორე პოზიციაზე ლონდონი რჩება, მესამე და მეოთხე ადგილებზე ჰონგ-კონგი და სინგაპურია.

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსი მსოფლიოს 100 ფინანსურ ცენტრს მოიცავს და ისეთ ფაქტორებს ითვალისწინებს, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და კვალიფიცირებული სპეციალისტების ხელმისაწვდომობა. კვლევის თანახმად, ლონდონმა ბოლო ექვს თვეში 8 ქულა დაკარგა, რაც მოწინავე ცენტრებისთვის დიდი ვარდნაა. კვლევამ აჩვენა, რომ ლონდონის მიერ მოწინავე პოზიციის დაკარგვა Brexit-ს უკავშირდება.

ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.

გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.