Header Ads

ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

ექიმის განცხადებით, მისი სასიცოცხლო ფუნქციები და ლაბორატორიული მონაცემები ამ ეტაპზე ნორმის ფარგლებშია:



'სისხლის ლაბორატორიული მონაცემები, რაც ამ ეტაპზე ხელთ გვაქვს, ნორმალური და დამაკმაყოფილებელია.  დიდი ალბათობით, კლინიკას მალე დატოვებს“, - განაცხადა ექიმმა.



სარალიძე რამდენიმე დღეა შიმშილობს. სარალიძის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს მთავრობა და დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები.





შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, მოსწავლეებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას, ორი არასრულწლოვანის ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.