Header Ads

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას სუსში კითხავენ

imedinews-ის ინფორმაციით, სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია სუსში გამოკითხვაზეა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი გამოკითხვაზე დაბარება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

ასევე, ზუგდიდში, დილიდან გამოკითხვაზეა ყოფილი ვიცემერის გია გულორდავას და, მანანა გულორდავა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება დაიწყო ქრთამის აღების ფაქტზე.

'ქრონიკის' ინფორმაციით, დაკავებულია ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსი ზაზა ხასაია.

15 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა მიქაიას გარდა, ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვიაც გამოკითხეს.

სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ჩანაწერში, ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი. 

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. 11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის' საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.