Header Ads

ჰარუკი მურაკამიმ ნობელის ალტერნატიულ პრემიაზე უარი თქვა

ჰარუკი მურაკამი

ცნობილმა იაპონელმა მწერალმა ჰარუკი მურაკამიმ ნობელის ალტერნატიულ პრემიაზე უარი თქვა. ამის შესახებ Kyodo წერს.

გამოცემის ცნობით, მწერალი შვედეთის ახალ აკადემიას დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მისი გვარი „შორთ ლისტიდან“ ამოიღონ. 

მურაკამიმ თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ახალ წიგნზე მუშაობა და მედიის ყურადღებიდან შორს ყოფნის სურვილი დაასახელა.

3 ივლიის ცნობილი გახდა, რომ შვედეთში ლიტერატურაში ნობელის პრემიის ალტერნატიულ პრიზს გასცემენ.

პრემიაზე წარადგენენ იმ ავტორებს, რომლებსაც სულ მცირე 2 წიგნი აქვთ დაწერილი. ერთი მათგანი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა იყოს გამოქვეყნებული. 

ნომინანტების ოფიციალური გამოცხადების შემდეგ, დაიწყება ხმის მიცემა. 4 ყველაზე პოპულარული ავტორი კონკურსის ჟიურის წინაშე წარდგება, ხოლო გამარჯვებულის სახელი ოქტომბერში გახდება ცნობილი. 

ნობელის პრემიის კომიტეტმა მაისში გადაწყვიტა, რომ 2018 ლიტერატურის დარგში პრემიას აღარ გადასცემს. ამის მიზეზი სექსსკანდალია. კერძოდ, ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო 18-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში  დაადანაშუალ.  ბრალდებები 1996-2017 წლებში მომხდარს ეხებოდა. ფოტოგრაფის წინააღმდეგ ბრალდებები პირდაპირ დაუკავშირდა შვედეთის აკადემიას, რადგან ზოგიერთი ინციდენტი ორგანიზაციის კუთვნილ შენობებში ხდებოდა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.