Header Ads

რუსეთის პატრიარქი მსოფლიო პატრიარქისთვის აღარ ილოცებს

პატრიარქი კირილი

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რომელიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო მოიწვიეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამასთან, მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქიასთან თანამსახურებას შეაჩერებენ. რუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, ეკლესიებს შორის ევქარისტული კავშირი ჯერ არ წყდება, თუმცა, ეს მოხდება, თუ კონსტანტინოპოლი არ შეწყვეტს „ანტიკანონიკურ მოქმედებებს“ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიებზე.

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ასევე შეაჩერა მონაწილეობა იმ სტრუქტურებში, რომლებშიც თავმჯდომარე, ან თანათავმჯდომარე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელია

მოსკოვის და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო გართულდა. დღეისთვის, დაახლოებით 12 ათასი უკრაინული ტაძარი ექვემდებარება მოსკოვის საპატრიარქოს, დანარჩენი 6 ათასი კი - კიევის საპატრიარქოს და უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს ორი ეკლესია გაერთიანდება და ავტოკეფალიას კონსტანტინოპოლისგან ავტოკეფალიას მიიღებს, შემდეგ კი მოსკოვს დაქვემდებარებული ტაძრები მათ დაქვემდებარებაში გადავლენ.

7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინაში ეგზარხოსებათ თავისი ორი ეპისკოპოსი დანიშნა.

7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინაში ეგზარხოსებათ თავისი ორი ეპისკოპოსი დანიშნა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.