Header Ads

რუსეთში აცხადებენ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის უზენაესობას არ ცნობენ

რუსეთის საპატრიარქოს <br/>სინოდის სხდომა

კონსტანტინოპოლისა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის კონფლიქტი მწვავდება. რუსეთის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის უზენაესობას არ სცნობენ. ეს განცხადება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

'პატრიარქ ბართლომეოსს გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ სხვა ეკლესიებთან შეთანხმებით შეუძლია. სწორედ ეს ეკლესიები აძლევენ მას ამის უფლებას. ამიტომ, თუ მისი ქმედებები ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ეკლესიის პოზიციას, ჩვენ ამის მიღება არ შეგვიძლია', - განაცხადა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე კომენტარი გააკეთეს პოლონეთისა და ბელარუსის მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც. ორივე ქვეყნის სასულიერო პირებმა რუსეთის მართლმადიდებულური ეკლესიის პოზიციას დაუჭირეს მხარი.

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რომელიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო მოიწვიეს. 

მოსკოვის და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო გართულდა. დღეისთვის, დაახლოებით 12 ათასი უკრაინული ტაძარი ექვემდებარება მოსკოვის საპატრიარქოს, დანარჩენი 6 ათასი კი - კიევის საპატრიარქოს და უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს ორი ეკლესია გაერთიანდება და ავტოკეფალიას კონსტანტინოპოლისგან ავტოკეფალიას მიიღებს, შემდეგ კი მოსკოვს დაქვემდებარებული ტაძრები მათ დაქვემდებარებაში გადავლენ.

7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინაში ეგზარხოსებათ თავისი ორი ეპისკოპოსი დანიშნა.

კონსტანტინოპოლისა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის კონფლიქტი მწვავდება. რუსეთის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის უზენაესობას არ სცნობენ. ეს განცხადება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"პატრიარქ ბართლომეოსს გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ სხვა ეკლესიებთან შეთანხმებით შეუძლია. სწორედ ეს ეკლესიები აძლევენ მას ამის უფლებას. ამიტომ, თუ მისი ქმედებები ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ეკლესიის პოზიციას, ჩვენ ამის მიღება არ შეგვიძლია", - განაცხადა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე კომენტარი გააკეთეს პოლონეთისა და ბელარუსის მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც. ორივე ქვეყნის სასულიერო პირებმა რუსეთის მართლმადიდებულური ეკლესიის პოზიციას დაუჭირეს მხარი.

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რომელიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო მოიწვიეს. 

მოსკოვის და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო გართულდა. დღეისთვის, დაახლოებით 12 ათასი უკრაინული ტაძარი ექვემდებარება მოსკოვის საპატრიარქოს, დანარჩენი 6 ათასი კი - კიევის საპატრიარქოს და უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს ორი ეკლესია გაერთიანდება და ავტოკეფალიას კონსტანტინოპოლისგან ავტოკეფალიას მიიღებს, შემდეგ კი მოსკოვს დაქვემდებარებული ტაძრები მათ დაქვემდებარებაში გადავლენ.

7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინაში ეგზარხოსებათ თავისი ორი ეპისკოპოსი დანიშნა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.