Header Ads

მეზვრიშვილი: შსს-ს კანაფის შესახებ კანონპროექტის მომზადებისკენ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამ უბიძგა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა 'ქრონიკასთან' საუბრისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, 30 ივლისის გადაწყვეტილება გარდამტეხი იყო და შსს-მ ჩათვალა, რომ ქაოტური მდგომაროების მოგვარება უნდა დაეწყო.

„ხალხს ეგონა რომ მარიხუანის მოხმარება ყველგან დასაშვებია. პირველი - საჭირო იყო რეგულაციების დაწესება. თქვენ მარიხუანას ყველგან ვერ მოწევთ და დაისჯება 21 წლამდე ყველა ადამიანი მოწევისთვის. ასევე  ვინც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, სატრანსპორტო საშუალებას მართავს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშლმა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სატრანსპორტო საშუალების ტარების დროს, იგულისხმება მხოლოდ კლინიკური ზემოქმედება და არა ის ფაქტი, რომ შესაძლებელია მძღოლმა კანაფი 20 დღის წინ მოიხმარა. 

შს მინისტრის მოადგილეს თქმით, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა უწყების მხრიდან არის უკმაცრესი, განსაკუთრებით გასაღების ნაწილში. 

მეზვრიშვილმა კანონპროექტის ორი რისკი გამოყო: „პირველი ის, რომ საზოგადოებისთვის ეს ახალია და მიჩვეულნი არ არიან როგორ მოიქცნენ ასეთ დროს და ასევე მცირე ოდენობით შეძენა შენახვის და კულტივაციის საკითხი, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.