Header Ads

პარიზსა და ბრიუსელში ყოველი თვის პირველ შაბათს ავტომობილით გადაადგილებას აკრძალავენ

პარიზი

პარიზის მერმა, ენ იდალგომ და მისმა ბელგიელმა კოლეგამ, ფილიპ კლოუსმა საფრანგეთისა და ბელგიის დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდეს, სახლში დატოვონ ავტომობილები და ფეხით გადაადგილდნენ. ამის შესახებ France 24 წერს. 

მერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და მოსახლეობას სთხოვეს, ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად და საცობების თავიდან ასაცილებლად, 15 სექტემბერს არ მართონ ავტომობილები. 

მერები გეგმავენ, ყოველი თვის პირველ შაბათს ქალაქების ცენტრალური ქუჩები ავტომობილებისთვის გადაკეტონ. პარიზის შემთხვევაში, ავტომობილით გადაადგილება აიკრძალება პარიზის კუნძულ სიტეზე, კუნძულ სენ-ლუიზე, ლუვრის, ნაციონალური ოპერის, შატლეს მოედნისა და მარეს კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.