Header Ads

მექსიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს სერენადა უმღერეს

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს სერენადა ბავშვთა დაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის დაკვეთით უმღერეს. ამით ორგანიზაციას სურდა ხელისუფლების ყურადღება ბავშვებთან დაკავშირებული საკითხებისკენ მიეპყრო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მომღერლების ჯგუფი ბავშვებთან ერთად პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდა, ცნობილმა მუსიკოსებმა სერენადა Recuerdame (გამიხსენე) შეასრულეს. 

ლოპეს ობრადორი პრეზიდენტის მოვალეობას 2018 წლის 1 დეკემბრიდან შეასრულებს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.