Header Ads

აშშ-ში კონგრესმენის მხარდამჭერი პუტინის ყალბი წერილი გავრცელდა

დონალდ ტრამპი

ორგანიზაცია'რუსეთი დღეს'კომუნიკაციების დირექტორმა პეტრ ლიდოვ-პეტროვსკიმ Facebook-ზე გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 'წერილი', რომელშიც კრემლის ლიდერი რესპუბლიკელ კონგრესმენ დანა რორაბაკერს მხარს უჭერს. ამის შესახებ როგორც რუსული, ისე ამერიკული მედია წერს.

როგორც პეტროვსკი წერს, ამ ყალბ წერილს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ძირითადად ამომრჩევლებში ავრცელებენ.

დანა რორაბაკერი 1989 წლიდანაა კონგრესის წევრი.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.