Header Ads

ტრამპმა არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებულ სანქციებს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე უცხოელებისთვის სანქციების შემოღებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადებით, ეს ბრძანებულება უახლოეს დროში გამოქვეყნდება. მისი განმარტებით, დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის რომელიმე ქვეყანა, თუმცა გაიხსენა, რომ ვაშინგტონი ამ პროცესში რუსეთის გარდა ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჩარევასაც ეჭვობდა.

აშშ-მა 2016 წლის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ სანქციები უკვე შემოიღო, მათ შორის „ტროლების ფაბრიკის“ და ГРУ-ს მიმართ.

აგვისტოს დასაწყისში სენატორების ჯგუფმა (მათ შორის იყო აწ გარდაცვლილი ჯონ მაკეინიც) მოამზადა კანონპროექტი „კრემლის აგრესიისგან დაცვის შესახებ“. მისი აუცილებლობა კანონმდებლებმა რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის გაგრძელებული მცდელობებით ახსნეს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.