Header Ads

ჩაიარა თუ არა აქლემების ქარავანმა პოლიტექნიკური მეტროს გვირაბში

ქარავანი-ირაკლი ლომოურისახალხო მოძრაობა შეაჩერე კორუფცია დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს ირაკლი ლომოურის მოთხრობას და ამ მოთხრობით გამოწვეულ მითქმა-მოთქმას, რომელიც დღემე ბევრს სიმართლედ მიაჩნია.

ირაკლი ლომოური: 1981 წელს დავწერე აქლემების ქარავანზე სრულიად სპონტანურად მეტროს ბაქანზე ვიდექი, რატომღაც წარმოვიდგინე, რომ გვირაბიდან აქლემების ქარავანი გამოვიდა და ჩამიარა, თითქოს კინოკადრი იყო. სახლში რომ მივედი, წერა დავიწყე. შემდეგ ეს მოთხრობა ნობათში, ჟურნალ ცისკრის დამატებაში დაიბეჭდა 1982 წელს.

– და დიდი აჟიოტაჟიც მოჰყვა. ბევრმა წარმოიდგინა, რომ ეს მართლაც მოხდა, დაუჯერებელი ამბავი ყველამ დაიჯერა.

– მოთხრობა ქრონიკალურ სტილშია დაწერილი, მითითებულია ზუსტი ადგილი, დრო, თვითმხილველთა სახელები, გვარები, მათი სამუშაო ადგილები საბჭოთა ადამიანი, ოფიციალურად რასაც დაუწერდნენ, იმას იღებდა, როგორც სრულ ჭეშმარიტებას, სიმართლეს. ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებული ეს ამბავი ვიღაცეებმა სინამდვილედ მიიჩნეს და ხმა გავრცელდა, რომ მეტროში ასეთი რამ მართლაც მოხდა. ცისკრის რედაქციაში წერილებს იღებდნენ. ერთი ოფიციალური წერილი მაჩვენეს, მეტროპოლიტენის სამმართველოდან რედაქციას სთხოვდნენ, რომ უარყოფა დაებეჭდათ, ჩვენს სისტემაში მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ეს გამოგონილი ამბავიაო. უფრო მეტიც, ზოგი მე მიმტკიცებდა, ეს ამბავი მართლა მოხდა, ჩემი მეზობელია თვითმხილველიო. მე დავწერე–მეთქი, რომ ვეუბნებოდი, მაინც მიმტკიცებდნენ, შენ სხვისი მონაყოლი დაწერე, თორემ ეგ სიმართლეაო. ახლახან ერთ–ერთმა ცნობილმა ქართველმა ასტროლოგმა თავის გამოსვლაში თქვა, პარანორმალური მოვლენების რომ არ გჯერათ, ის მაინც არ გაგიგიათ, თბილისის მეტროში აქლემების ქარავანმა რომ ჩაიარა, ეს ხომ ფაქტიაო.

ქეთევან ენუქიძე-fti-16.09.18

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.