Header Ads

ექიმის თქმით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

გიორგი გაფრინდაშვილი

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, გიორგი გაფრინდაშვილის განცხადებით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თავს ნორმალურად გრძნობს.

მისივე თქმით, ის კლინიკაში ძლიერი საერთო სისუსტით. მისი სასიცოცხლო ფუნქციები და ლაბორატორიული მონაცემები ამ ეტაპზე ნორმის ფარგლებშია.

„პაციენტს, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, ყოველთვის ვაძლევთ კვების რეჟიმის დაცვის რეკომენდაციას“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და კლინიკაში სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ რამდენიმე დღეა შიმშილობს.

6 სექტემბერს ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა და აქციები დააანონსა.

ხორავას საქმეზე 67-გვერდიან დასკვნას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა

3 სექტემბერს საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი და წერია, რომ სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა.

დასკვნის პირველი და მეორე ნაწილი 1 და 2 სექტემბერსაც გასაჯაროვდა. დასკვნის არსებულ ნაწილებს არ ეთანხმება ქართული ოცნება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა.

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, გიორგი გაფრინდაშვილის განცხადებით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თავს ნორმალურად გრძნობს.

მისივე თქმით, ის კლინიკაში ძლიერი საერთო სისუსტით. მისი სასიცოცხლო ფუნქციები და ლაბორატორიული მონაცემები ამ ეტაპზე ნორმის ფარგლებშია.

„პაციენტს, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, ყოველთვის ვაძლევთ კვების რეჟიმის დაცვის რეკომენდაციას“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და კლინიკაში სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ რამდენიმე დღეა შიმშილობს.

6 სექტემბერს ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა და აქციები დააანონსა.

ხორავას საქმეზე 67-გვერდიან დასკვნას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა. 

3 სექტემბერს საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი და წერია, რომ სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა.

დასკვნის პირველი და მეორე ნაწილი 1 და 2 სექტემბერსაც გასაჯაროვდა. დასკვნის არსებულ ნაწილებს არ ეთანხმება ქართული ოცნება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.