Header Ads

ილია მეორე: რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს

ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტროში, რომ გადავიდეს, ჩვეწნ ვერ გავაკონტროლებთ მას

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის თაობაზე განაცხადა.



„კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ  მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცეზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ, მინდა, ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიურად შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს.  იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი“,-ბრძანა უწმინდესმა.



პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი განიხილავს მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მოხმარებას შეეხება, ხოლო კულტივაცია-რეალიზაციის არა.



 

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.