Header Ads

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ბოდიშს იხდის

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, ასევე ყველა ადმაიანს ბოდიშს უხდის.

'მე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს დამცველსაც და მოწინააღმდეგესაც, რადგან მმართებდა მეტი თმენის ვალდებულება, არა ჩემი დღევანდელი თანამდებობის გამო, არამედ ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე! ვინც მე მიცნობს მათვის წარმოუდგენელი იყო ჩემი პასუხი, თუნდაც ჩემს შეურაცყოფის გამო! შენდობას ვთხოვ შვილმკვდარ მშობლებს და დიდი იმედი მაქვს სიმართლე მალე გაირკვევა!',-წერს რაზმაძე 'ფეისბუქის' გვერდზე.



შეგახსენებთ, დავით რაზმაძესა  და ზაზა სარალიძეს შორის  გორში აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.