Header Ads

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისები გაფართოვდება

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დარგის სპეციალისტებთან ერთად, ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვერდაზე ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ეტაპები, აგრეთვე ფსიქიკური ჯანდაცვის რეფორმის ჭრილში, 2019 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, ფსიქიკური ჯანდაცვა არის სფერო, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან თუ სამედიცინო პერსონალისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

„საჭიროა მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პრობლემების პაციენტებთან ის სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ და ეს არ უნდა იყოს XX თუ შუა საუკუნეების დროს დანერგილი დოგმები, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები გამოკეტილი იყვნენ სტაციონარებში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მთავარია ადამიანების უფლებების და მდგომარეობის გაუმჯობესება და ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც მათ ღირსებას არ შელახავს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.