Header Ads

მერკელმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები საქართველოში

ანგელა მერკელი<br/>დალია გრიბაუსკაიტე

რუსეთი საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სიტუაციის დესტაბილიზებას ახდენს, –  ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ლიეტუვაში, ქალაქ რუკლაში დისლოცირებულ გერმანელ სამხედროებს განუცხადა.

„ვხედავთ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი რესპუბლიკა, რომელიც დღეს არ არის ევროკავშირში ან ნატოში, აწყდება შიდა კონფლიქტს, რომელიც რუსეთმა ხელოვნურად შექმნა“, – განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, დღეს ყველა ეს სახელმწიფო ცდილობს, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რადგან რუსეთმა, ან განაცალკევა მათი ტერიტორიები, ან გააღვივა კონფლიქტები. ამის მაგალითად, მერკელმა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი დაასახელა.

ანგელა მერკელი საქართველოს 23 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრემიერმინისტრს და პრეზიდენტს შეხვდა. 24 აგვისტოს ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

სოფელ ოძისში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.