Header Ads

ორშაბათიდან პურს ვაძვირებთ! - მეპურეები

მომავალი კვირიდან საქართველოში პურის ფასი მასიურად მოიმატებს. პროცესი რეგიონებში უკვე დაიწყო. ლაგოდეხში, გორში, ახალციხესა და ზუგდიდში პური 5-10 თეთრით უკვე გაძვირდა.

მოსალოდნელია, რომ ფასი თბილისშიც მოიმატებს. უბნის მაღაზიებში ცვლილება აშკარად შესამჩნევია, თუმცა მსხვილ სუპერმარკეტებში ჯერჯერობით ფასს ინარჩუნებენ. პრობლემა ფქვილის მაღალ ფასს და ხორბლის შემოტანაზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. ხვალიდან კომერციულ სექტორს გაზი უძვირდება, რის გამოც პური მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.



ბოლო პერიოდში ქვეყანაში ფქვილსა და ხორბალზე ფასი მკვეთრად გაიზარდა. 1 ტომარა ფქვილის ფასი თვეში 36 ლარიდან 46 ლარამდე ავიდა. მწარმოებლების ინფორმაციით, ობიექტურ მიზეზთან ერთად, არის სუბიეტური ფაქტორიც, რამაც პურის გაძვირება გარდაუვალი გახადა.



'პურის მრეწველთა კავშირის' თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ფქვილის გაძვირებას ბაზარზე კონკურენციის შესუსტებას უკავშირებს და ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში ფასის შენარჩუნება შეუძლებელია.



,,რეგიონების დიდ ნაწილში პური გაძვირდა. ეს ტენდენცია შესამჩნევია დედაქალაქშიც, ზოგიერთ სავაჭრო ობიეტში ფასი დაახლოებით 10 თეთრით არის გაზრდილი. ჯერ კიდევ აგვისტოში 50 თეთრად თუ ვინმე ყიდულობდა პურს, ახლა ამის შესაძლებლობა აღარ არის. სულ მცირე, ფასი 60 თეთრიდან იწყება. არც არის გასაკვირი, როცა ფქვილის ფასმა 46 ლარს მიაღწია.



პატარა საცხობებში, სადაც შუამავლებს შექვთ, ფქვილი უფრო ძვირიც ღირს. ამ დროს დეპუტატი ჩანქსელიანი ამბობს, რომ ფქვილის ღირებულება გაზრდილია 2-3 ლარით, მაგრამ სინამდვილეში 8-10 ლარით მოიმატა ფასმა, ეს არის კატასტროფული ვითარება. ჩემი მრავალწლიანი სამეწარმეო საქმიანობა მაძლევს საბაბს, განვაცხადო, რომ საბაზრო ურთიერთობისა და კონკურენციის გარეშე ფქვილის ფასი გაკონტროლება შეუძლებელია. ფასის ხელოვნურად ზრდა მოხდა 2010 წელს, შემდეგ 2015 წელსაც ანალოგიური პრობლემის წინ აღმოვჩნდით და ამ ეტაპზეც იგივე ხდება. მიჭირს საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობას პური გაუძვირდება, მაგრამ რეალობა ასეთია და ეს უნდა ვაღიაროთ', - ამბობს 'რეზონანსთან' დოლიძე.



მისი თქმით, პროდუქტის თვითღირებულება საგრძნობლად გაიზარდა. თანაც, კომერციული გაზი ძვირდება და ეს კომპონენტიც ფასზე ადეკვატურად აისახება.



'ენერგომატარებლები პურპროდუქტების ფასში დაახლოებით 20%-ია, ზოგან მეტიც, სადაც კუსტარული ღუმელებია და ხარჯიც მეტი აქვთ. ობიექტურ ფაქტორთან ერთად, სუბიექტური მიზეზიც არსებობს, რის გამოც პური ძვირდება. კომერციული გაზის გაძვირება პურის ფასს კიდევ უფრო დააწვება. სრულიად გამჭვირვალე პროცესია, დაიანგარიშონ თითოეული კომპონენტი და მიხვდებიან, რა გამოწვევის წინაშეც არიან მეწარმეები. დღეს მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, ამიტომაც მატულობს ფასი', - აცხადებს დოლიძე.



პურის გაძვირებაზე საუბრობს საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა. მისი თქმით, თქმით, ბოლო 3 წელია საქართველო უმეტესწილად რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული. მსოფლიო ტენდენციებისა და ლარის კურსის გათვალისწინებით, ფასი მომატებულია, რაც საბოლოოდ პურის ღირებულების ზრდას იწვევს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.