Header Ads

სუპერტაიფუნმა „მანგკუტმა“ ფილიპინებიდან ჩინეთისკენ გადაინაცვლა

ჩინეთი

ტაიფუნმა „მანგკუტმა“, რომელმაც ფილიპინებზე სულ მცირე, 29 ადამიანი იმსხვერპლა, სამხრეთ ჩინეთისკენ გადაინაცვლა. ჰონგ კონგში ძლიერმა ქარმა ცათამბრჯენების რყევაც კი გამოიწვია. ჩაიმსხვრა შენობების ფანჯრები და დაშავდა 111 ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს.  ჰონგ კონგის მოსახლეობა ხელისუფლებამ გააფრთხილა, დარჩნენ სახლებში, რათა ნამსხვრევებმა არ დააზიანოთ. გავრცელებული ინფორმაციით, ქარის სიჩქარემ 117 კმ/სთ შეადგინა. 

სანაპიროებზე ტალღების სიმაღლე 3.5 მეტრს აღწევს და ქუჩებში ცოცხალი თევზი ყრია. 

მაღაზიებისა და საჯარო დაწესებულებების უმეტესობა დახურულია, გადაიდო 800-ზე მეტი ფრენა, კაზინოებით განთქმულ მაკაოში კი, ისტორიაში პირველად გაიცა ბრძანება, რომ გასართობი დაწესებულებები დაეხურათ. 

„მანგკუტი“ 2018 წლის ყველაზე ძლიერ ტაიფუნად უკვე აღრიცხეს. 

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე გუანდონის პროვინციას ტაიფუნმა „ბარიჯატმა“ გადაუარა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.