Header Ads

ფრანგებმა ალჟირელების წამების ფაქტი პირველად აღიარეს

ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონმა პატიება სთხოვა ალჟირის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მორის ოდენის ქვრივს. ოდენი ფრანგმა სამხედროებმა ის 1957 წელს მოკლეს. საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა პირველად აღიარა, რომ მისი არმია სისტემატურად იყენებდა წამებას, როგორც ინსტრუმენტს ამბოხებულებთან და მათ გულშემატკივრებთან ბრძოლისათვის. ჯერ კიდევ 10 წლის წინ პარიზი კატეგორიულად უარყოფდა, რომ ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა. მათემატიკოსი, კომუნისტური პარტიის წევრი და აქტივისტი მორის ოდენი 1950-იანი წლების ბოლოს ალჟირის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ის 1957 წლის ივნისში ციხეში წამების შემდეგ დაიღუპა. მაკრონმა ბოდიში მოუხადა ოდენის 87 წლის ქვრივ ჟოზეტ ოდენს და იმავდროულად გასცა ბრძანება იმ არქივების გახსნის შესახებ, რომლებიც ალჟირის დამოუკიდებლოისთვის ბრძოლას ეხება, მათ შორის სამხედრო დანაშაულების გამოძიებისათვის. ბრალის ოფიციალური აღიარება უკვე შეფასდა წინაგადადგმულ ნაბიჯად მამების დანაშაულების აღიარების გზაზე. „არ მეგონა თუ ეს დღე დადგებოდა“, - თქვა ჟოზეტ ოდენმა. ალჟირი 130 წლის განმავლობაში საფრანგეთის კოლონია იყო. 1954 წელს ადგილობრივი ნაციონალისტურ-განმანთავისუფლებლებელი ძალები აჯანყდნენ, რაც მალე დამოუკიდებლობისთვის ომში გადაიზარდა. ბრძოლა განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. კოლონიის 10 მილიონი მცხოვრებიდან იმ მომენტისთვის დაახლოებით მილიონი ეთნიკური ფრანგი იყო. მათი ნაწილი ალჟირის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეუერთდა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მემარცხენე შეხედულებები ჰქონდა. მათ შორის იყო მორის ოდენიც. მორის ოდენი    25 წლის ოდენი ადგილობრივ უნივერსიტეტში მათემატიკის ლექტორი იყო. ის 1956 წელს ერთ-ერთი პარტიზანული ბრძოლის დროს დააპატიმრეს და ალჟირის მდიდრულ გარეუბანში, სადაც ფრანგებმა სამხედრო ციხე მოაწყვეს, დაკითხვისთვის გადაიყვანეს. უცნობია კონკრეტულად რას ედავებოდნენ მას. ბოლოს ის 1956 წლის 12 ივნისს კიდევ ერთმა დაპატიმრებულმა ფრანგმა ნახა, რომელსაც ოდენმა წამების შესახებ უამბო. დღემდე ფრანგები ოდენის დაღუპვის ოფიციალურ მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ ის ციხიდან გაიქცა, რა დროსაც მოკლეს. მაგრამ უკვე 1958 წელს, ფრანგმა ისტორიკოსმა პიერ ვიდალ-ნაკემ მის დაღუპვას სპეციალური გამოძიება მიუძღვნა და ამტკიცებდა, რომ ოდენი ლეიტენანტ ანდრე შაბრონიემ დაახრჩო პირადად გენერალ ჟაკ მასუს ბრძანებით. 1960 წელს შაბრონიემ თითქოს აღიარა კომუნისტის მოკვლის ფაქტი ისტორიკოსთან და მისი დამარხვის ადგილიც გაამხილა, მაგრამ ცხედარი მაინც ვერ იპოვეს. წლების განმავლობაში ჟოზეტა ოდენი ცდილობდა თავისი ქმრის საქმეზე სასამართლო განხილვისთვის მიეღწია, მაგრამ ვერაფერს გახდა. მოგვიანებით მან არაერთხელ მისწერა სახელმწიფოს მეთაურებს, მათ შორის ნიკოლა სარკოზისაც. 2009 წელს ოდენების შვილმა მიშელ ოდენმა, რომელიც ასევე მათემატიკოსი გახდა, უარი თქვა საპატიო ლეგიონის ორდენზე, რომელიც მისთვის სამეცნიერო მიღწევებისთვის უნდა გადაეცათ. ამით ქალმა გააპროტესტა ის, რომ საფრანგეთის ხელისუფლება დედამისის მიმართვებს არ პასუხობდა. 1962 წელს ალჟირმა დამოუკიდებლობა მიიღო. მაგრამ როგორც The Washington Post-ი წერს, ალჟირის ომი ფრანგულ საზოგადოებაში დღემდე განხეთქილების თემაა და იმაზე ძლიერი, ვიდრე ამერიკელებისთვის - ვიეტნამის ომი. საფრანგეთის დღევანდელი პრეზიდენტი სახელმწიფოს პირველი მეთაურია, რომელიც ალჟირის ომის დასრულების შემდეგ დაიბადა. მაკრონმა აღნიშნა, რომ სისტემატური წამებები არ იყო ცალკეული კეთილსინდისიერი ოფიცრების ბრალი, არამედ ისინი წარმოშვა სახელმწიფო სისტემამ. ამ ომის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა, სხვადასხვა შეფასებით, 350 ათასიდან 1,5 მილიონ ადამიანამდეა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.