Header Ads

რა გამოკვლევები უტარდებათ ჯარში გასაწვევ მოქალაქეებს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განმარტავს, რას ითვალისწინებს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების სახელმწიფო პროგრამა და არის თუ არა თანადაფინანსება.

როგორც სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, პროგრამის მიზანია საქართველოს სამხედრო ძალების შევსება ჯანმრთელი კონტინგენტით.

სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ სამხედრო ძალებში გასაწვევ კონტინგენტს დაქვემდებარებული პირები (საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები).

სამხედრო ძალებში გასაწვევ პირებს უტარდებათ სხვადასხვა გამოკვლევები. კერძოდ: სისხლის ანალიზი (მოკლე), შარდის საერთო ანალიზი, ელექტროკარდიოგრაფია, სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა, ფლუოროგრაფია,

ასევე, აივ ანტისხეულების (ანტიგენის) განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით, • HBsAG ის განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით, • HCV ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით, • ათაშანგის დიაგნოსტიკა (ექსპრეს მეთოდით).

სპეციალისტების კონსულტაცია (თერაპევტი, ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, ფსიქიატრი, დერმატოვენეროლოგი, ოფთალმოლოგი, სტომატოლოგი, ნევროპათოლოგი, ფთიზიატრი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი).

სახელმწიფო პროგრამ ასევე მოიცავს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა დამატებით სტაციონარულ გამოკვლევებს.

სააგენტოს ცნობით, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება იფარება სრულად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.

საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

ცნობისთვის, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაზე შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს.

ხოლო, მოქალაქეები, რომლებსაც ჯარში წასვლა სხვადასხვა მიზეზით არ სურთ, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს გაივლიან.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.