Header Ads

სასულიერო პირებმა და მრევლმა კანაფთან დაკავშირებული პოლიტიკა მსვლელობით გააპროტესტეს

პატრიარქის ქადაგების შემდეგ, სასულიერო პირების ნაწილმა, მრევლთან ერთად სამების საკათედრო ტაძრიდან საკრებულომდე მსოვლელობა მოაწყვეს და პრაკლისი გადაიხადეს.

სასულიერო პირებს კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვთ. ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. ისინი კანონპროექტის განხილვის გადადებას მოითხოვენ.

მამა შალვა კეკელია აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. ის ირაკლი კობახიძის განცხადებას დადებითად აფასებს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა, მან ახსენა, რომ ეს კანონი გადაიდო საერთოდ, განხილვები დაიწყება მხოლოდ რეგულაციებთან დაკავშირებით, რაც ჩვენც გვინდა, რომ შემოვიდეს ქვეყანაში რეგულაციები. უნდა განვიხილოთ რაში როგორ ვეთანხემებით ერთმანეთს, ყველა სპექტრმა უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, ეს ეკლესია იქნება, ექიმები, ფსიქოლოგები. ვინც ამ საკითხში კომპეტენტურია, ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს რეგულაციების განხილვაში მონაწილეობა“,- განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან კონსულტაციები აუცილებლად იქნება. თუ ეს პატრიარქის სურვილი იქნება.

15 სექტემბერს, ღამით, საკრებულოსთან სასულიერო პირებმა კანაფთან დაკავშირებული პოლიტიკა გააპროტესტეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მარიხუანას რეგულირებისა და კანაფის მოყვანა-წარმოების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, კანაფის შესახებ მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ ადამიანებისგან, რომლებსაც კანონპროექტი არც წაუკითხავთ.

შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.