Header Ads

სუსში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორისა და მისი მოადგილის გამოკითხვა დასრულდა

დათო კოდუა ლევან შონია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ექსმოადგილის დათო კოდუას გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვიდან გამოსულა კოდუამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

დათო კოდუას განცხადებით, მას კორუფციულ გარიგებებთან 'შეხება არ ჰქონია'.

მისივე თქმით, გამომძიებლებს აინტერესებდათ თუ რა უფლებამოვალეობები ჰქონდა კოდუას გუბერნატორის მოადგილედ მუშაობის პერიოდში.

დავით კოდუა სუსში 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

ასევე დასრულდა სუსში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას გამოკითხვა. ის 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა. 'კითხვები რაც იყო, ყველაფერზე გავეცი პასუხი. თუ საჭირო გახდება, ისევ დამიბარებენ“, - განაცხადა შონიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება დაიწყო ქრთამის აღების ფაქტზე.

'ქრონიკის' ინფორმაციით, დაკავებულია ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსი ზაზა ხასაია.

15 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა მიქაიას გარდა, ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვიაც გამოკითხეს.

სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ჩანაწერში, ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი. 

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. 11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის' საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ექსმოადგილის დათო კოდუას გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვიდან გამოსულა კოდუამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

დათო კოდუას განცხადებით, მას კორუფციულ გარიგებებთან "შეხება არ ჰქონია".

მისივე თქმით, გამომძიებლებს აინტერესებდათ თუ რა უფლებამოვალეობები ჰქონდა კოდუას გუბერნატორის მოადგილედ მუშაობის პერიოდში.

დავით კოდუა სუსში 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

ასევე დასრულდა სუსში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას გამოკითხვა. ის 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა. "კითხვები რაც იყო, ყველაფერზე გავეცი პასუხი. თუ საჭირო გახდება, ისევ დამიბარებენ“, - განაცხადა შონიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება დაიწყო ქრთამის აღების ფაქტზე.

"ქრონიკის" ინფორმაციით, დაკავებულია ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსი ზაზა ხასაია.

15 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა მიქაიას გარდა, ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვიაც გამოკითხეს.

სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ჩანაწერში, ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი. 

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. 11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.