Header Ads

თურქეთში ცნობილ მომღერალს გიულენთან კავშირს კლიპში დოლარის კუპიურების გამო ედავებიან

სტამბოლის პროკურატურამ ცნობილი თურქი მომღერლის მაბელ მატიზის მიმართ გამოძიება დაიწყო. მას ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირს ედავებიან. გამოძიება მუსიკოსით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მის კლიპში აშშ-ის ეროვნული ვალუტა გამოჩნდა. კლიპის ერთ-ერთ ეპიზოდში ჩანს ერთდოლარიანები.

თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.

2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.