Header Ads

ერაყის პარლამენტმა სუნიტი თავმჯდომარე აირჩია

ერყის პარლამენტი

ერაყის პარლამენტმა სუნიტი კანონმდებელი, მუჰამედ ალ-ჰალბოსი თავმჯდომარედ აირჩია. ეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პირველი ოფიციალური კენჭისყრაა მაისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

ჰალბოსის არჩევა ნიშნავს იმას, რომ ერაყის პარლამენტს უკვე შეუძლია, აირჩიოს სხვა ოფიციალური პირები. ეს პროცესი 90 დღეს მოიცავს. კანონმდებლებმა სამომავლოდ პრეზიდენტიც უნდა აირჩიონ. 

ჰალბოსი 37 წლისაა და ის ერაყის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარეა. 

ერაყის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე სუნიტი, ქვეყნის პრემიერმინისტრი შიიტი, ხოლო პრეზიდენტი ქურთების წარმომადგენელი უნდა იყოს.

ერაყში საპარლამენტო არჩევნები 12 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობას 29 საარჩევნო ბლოკი იღებდა, რომელიც 200 სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს.

საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტში 369 ადგილისთვის 7,000-ზე მეტი კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებში კოალიცია „საირუნმა“ გაიმარჯვა, რომელსაც რადიკალი შიიტი მქადაგებელი მუკტადა ას-სადრი ხელმძღვანელობს. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.