Header Ads

ციფრული მოდელები ცოცხლებზე პოპულარულები ხდებიან

ციფრული მოდელები

Instagram-ზე ციფრულ მოდელებს სულ უფრო მეტი გამომწერი ჰყავთ, ასევე უკვე ხშირად ჩნდებიან ისინი პრიალა ჟურნალების გარეკანსა და სარეკლამო რგოლებში. ჩვეულებრივი მოდელები უკვე წუხილს გამოთქვამენ, რომ ისინი ციფრულ მოდელებს კონკურენციას ვერ გაუწევენ, რადგან არარსებული მოდელი მუშაობით არ იღლება, ფიგურის შენარჩუნებაც ადვილად შეუძლია და ა.შ. ამის თემის შესახებ სტატია BBC-მ მოამზადა.

ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში ბრიტანელმა ფოტოგრაფმა კემერონ ჯეიმს-უილსონმა კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით ციფრული მოდელი დახატა, მას 'შუდუ' დაარქვა და Instagram-ზე პროფილიც შეუქმნა. 

შუდუს, რომელსაც იდეალური სახის კანი, ფიგურა და ასეთივე მეგობარი ბიჭი ჰყავს, Instagram-ზე უკვე 140 ათასი გამომწერით არის წარმოდგენილი. მისი პროფილის აღწერილობაში წერია, რომ შუდუ პირველი ციფრული სუპერმოდელია. 

        View this post on Instagram                  

🌸 . . #digitalart #3d #clo3D #daz3d #thediigitals

A post shared by Shudu (@shudu.gram) on Jun 24, 2018 at 3:43am PDT

თავდაპირველად მომხმარებლები კითხულობდნენ ნამდვილი იყო შუდუ თუ რობოტი. მას შემდეგ რაც უილსონმა განაცხადა, რომ შუდუ ციფრული მოდელია, მას რასიზმში დასდეს ბრალი. კომენტარებში წერდნენ, რომ თეთრკანიანმა ფოტოგრაფმა შავკანიანი მოდელით ფულის კეთების კიდევ ერთი გზა იშოვა. 

ამ შემოდგომაზე შუდუ ვირტუალური სივრციდან საჯაროში გადავიდა - ის ცნობილი ბრენდების სარეკლამო რგოლებსა და ჟურნალების გარეკანებისთვის 'გადაიღეს'. მაგალითად, შუდუ ავსტრალიური Vogue-ს სექტემბრის ნომრის გარეკანზეა აღბეჭდილი. ის ასევე ბრენდ Balmain-ის სარეკლამო სახეც გახდა. 

        View this post on Instagram                  

Summer 🌞 . Tag someone below that would rock this style! . @ulihoumism . . #art by @cjw.photo . . #thediigitals #3dart

A post shared by Shudu (@shudu.gram) on Aug 10, 2018 at 8:50am PDT

კიდევ ერთი ასეთი ციფრული მოდელი და დიჯეი 'მიქელაა', რომელიც 2016 წელს კომპანია Brud-მა (რობოტექნიკასა და კომპიუტერულ ტექნიკაზე სპეციალიზებული კომპანია) შექმნა.

        View this post on Instagram                  

A moment.

A post shared by *~ MIQUELA ~* (@lilmiquela) on Mar 24, 2018 at 8:43pm PDT

2018 წლის თებერვალში მიქელამ მოდის სახლ Prada-სთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. სექტემბერში კი ის ბრიტანულ და ამერიკულ Vogue-ში გამოჩნდა. 

        View this post on Instagram                  

Thank you @voguemagazine for featuring me in your September issue. Thank you @lucindachambers for the beautiful image. Thank you @alexandermcqueen for the beautiful clothes. Thank you @frynaomifry for the beautiful words and thank you to everyone who has supported me along the way. I’m feeling on top of the WORLD.

A post shared by *~ MIQUELA ~* (@lilmiquela) on Aug 20, 2018 at 7:08pm PDT

მის გარდა, Brud-მა კიდევ ორი ციფრული მოდელი, წყვილი - ბერმუდი და ბლაუკო შექმნეს. 

        View this post on Instagram                  

Never letting go ☺️ #literallyperfecttogether

A post shared by Bermuda (@bermudaisbae) on Sep 4, 2018 at 4:36pm PDT

სამოდელო სამყაროში ციფრული მოდელების გამოჩენამ ერთგვარი შიში წარმოშვა. ბრიტანელი მოდელი, L'Oreal-ის და Adidas-ის სახე ლუის სტოუნი ამბობს, რომ რთულია 'იდეალურ მოდელთან კონკურენცია'. 

'მათზე ნებისმიერი სამოსი იდეალურად იქნება მორგებული. გარდა ამისა, მათ ქასთინგებზე სიარულიც კი არ დასჭირდებათ', - ამბობს ლუის სტოუნი. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.