Header Ads

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზაზა სარალიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. სარალიძე შეუძლოდ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გახდა.

მანამდე დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. პარლამენტთან სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებმა რკინის კონსტრუქციები მიიტანეს, რომელიც სამართალდამცველებმა არ გააშლევინეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე, რუსთაველის გამზირზე მეორე დღეა აქციას მართავენ. ისინი თავდაპირველად მათი შვილების მკვლელობის საქმეების გამოძიებას ითხოვდნენ, ამჟამად კი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებენ. მათ ღამე პარლამენტის შენობასთან გაათენეს.

6 სექტემბერს ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა და აქციები დააანონსა.

ხორავას საქმეზე 67-გვერდიან დასკვნას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა

3 სექტემბერს საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი და წერია, რომ სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა.

დასკვნის პირველი და მეორე ნაწილი 1 და 2 სექტემბერსაც გასაჯაროვდა. დასკვნის არსებულ ნაწილებს არ ეთანხმება ქართული ოცნება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა

ზაზა სარალიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. სარალიძე შეუძლოდ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გახდა.

მანამდე დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. პარლამენტთან სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებმა რკინის კონსტრუქციები მიიტანეს, რომელიც სამართალდამცველებმა არ გააშლევინეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე, რუსთაველის გამზირზე მეორე დღეა აქციას მართავენ. ისინი თავდაპირველად მათი შვილების მკვლელობის საქმეების გამოძიებას ითხოვდნენ, ამჟამად კი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებენ. მათ ღამე პარლამენტის შენობასთან გაათენეს.

6 სექტემბერს ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა და აქციები დააანონსა.

ხორავას საქმეზე 67-გვერდიან დასკვნას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა. 

3 სექტემბერს საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი და წერია, რომ სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა.

დასკვნის პირველი და მეორე ნაწილი 1 და 2 სექტემბერსაც გასაჯაროვდა. დასკვნის არსებულ ნაწილებს არ ეთანხმება ქართული ოცნება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგაწყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.