Header Ads

ფინანსთა მინისტრი: კანაფით მილიარდი ლარის ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 'ქრონიკასთან' საუბრისას განაცხადა, რომ  სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. 

'ეს არის ძალიან მზარდი ბაზარი და ჩვენც ჩავერთვებით მასში. ჩვენ მილიარდი ლარის ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ ორ-სამ წელიწადში', - განაცხადა მაჭავარიანმა, თუმცა დასძინა, რომ ეს ციფრი სუბიექტურია, რადგან ექსპორტის დათვლა უფრო რთულია ვიდრე 'შიდა ციფრების'.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ზუსტად ის, რომ კანაფის ექსპორტი ახალი დარგია, საქართველოს აქვს შანსი დაიკავოს მოწინავე პოზიციები. 'კანაფი კი არ გადაარჩენს საქართველოს, ინოვაციური მიდგომა გადაარჩენს', - განაცხადა მაჭავაარიანმა.

მინისტრის თქმით, კანაფის კონტროლის სააგენტო იქნება აბსოლუტურად გამჭირვალე, რომელიც დაარეგულირებს ლიცენზირებას.

კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.