Header Ads

„მაგნიტსკის შესწორება“ დიდ ბრიტანეთში Brexit-მდე ვერ ამოქმედდება

ლონდონი

„მაგნიტსკის შესწორება“ დიდ ბრიტანეთში Brexit-ამდე ვერ ამოქმედდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას  Telegraph-ი ავრცელებს.

ამის გამო დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს წერილი ლეიბორისტული პარტიის 17-მა დეპუტატმა მისწერა და უკმაყოფილება გამოთქვა.

„რუსი ჯაშუშების მიერ ბრიტანეთის მიწაზე ჩადენილი ბოროტების მიუხედავად, ჩვენ საპასუხოდ ვერაფერი გავაკეთეთ“, – ნათქვამია წერილში.

მაგნიტსკის შესწორება „ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ“ ახალ კანონში შეიტანეს. ეს კანონი ითვალისწინებს იმ პირების ფინანსური აქტივების დაყადაღებას, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევებში არიან ბრალდებულები.

2 მაისს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა  მაგნიტსკის კანონპროექტს მხარი დაუჭირა და „მაგნიტსკის აქტი“ დაამტკიცა. 'მაგნიტსკის შესწორება', რომელიც შევიდა კანონში 'სანქციებისა და ფულის გათეთრების შესახებ' მესამე მოსმენით გავიდა.

ასევე კანონი ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული, კორუმპირებული მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დოკუმენტი ამგვარი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ვიზების გაუქმებას და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. 

„მაგნიტსკის აქტი“ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ესტონეთში.

სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს მოსკოვში ციხეში გარდაიცვალა. მან დაახლოებით ერთი წელი გაატარა საკანში საკუთარი განაჩენის მოლოდინში. მას ბრალს შეთქმულებაში სდებდნენ. მისი მხარდაჭერების თქმით, რუსეთის ხელისუფლებისთვის მაგნიტსკი მაშინ გახდა სამიზნე, როდესაც მან თანამდებობის პირების მიერ, საინვესტიციო კომპანია „ერმიტაჟის კაპიტალის“ საშუალებით 230 მილიონი დოლარის თაღლითურად მითვისების საკითხი გახადა საჯარო.

დამოუკიდებელი გამოძიების თქმით, მაგნიტსკის გარდაცვალებამდე ციხის დაცვის რვა თანამშრომელი აწამებდა. მათგან ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

„მაგნიტსკის შესწორება“ დიდ ბრიტანეთში Brexit-ამდე ვერ ამოქმედდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას  Telegraph-ი ავრცელებს.

ამის გამო დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს წერილი ლეიბორისტული პარტიის 17-მა დეპუტატმა მისწერა და უკმაყოფილება გამოთქვა.

„რუსი ჯაშუშების მიერ ბრიტანეთის მიწაზე ჩადენილი ბოროტების მიუხედავად, ჩვენ საპასუხოდ ვერაფერი გავაკეთეთ“, – ნათქვამია წერილში.

მაგნიტსკის შესწორება „ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ“ ახალ კანონში შეიტანეს. ეს კანონი ითვალისწინებს იმ პირების ფინანსური აქტივების დაყადაღებას, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევებში არიან ბრალდებულები.

2 მაისს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა  მაგნიტსკის კანონპროექტს მხარი დაუჭირა და „მაგნიტსკის აქტი“ დაამტკიცა. "მაგნიტსკის შესწორება", რომელიც შევიდა კანონში "სანქციებისა და ფულის გათეთრების შესახებ" მესამე მოსმენით გავიდა.

ასევე კანონი ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული, კორუმპირებული მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დოკუმენტი ამგვარი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ვიზების გაუქმებას და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. 

„მაგნიტსკის აქტი“ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ესტონეთში.

სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს მოსკოვში ციხეში გარდაიცვალა. მან დაახლოებით ერთი წელი გაატარა საკანში საკუთარი განაჩენის მოლოდინში. მას ბრალს შეთქმულებაში სდებდნენ. მისი მხარდაჭერების თქმით, რუსეთის ხელისუფლებისთვის მაგნიტსკი მაშინ გახდა სამიზნე, როდესაც მან თანამდებობის პირების მიერ, საინვესტიციო კომპანია „ერმიტაჟის კაპიტალის“ საშუალებით 230 მილიონი დოლარის თაღლითურად მითვისების საკითხი გახადა საჯარო.

დამოუკიდებელი გამოძიების თქმით, მაგნიტსკის გარდაცვალებამდე ციხის დაცვის რვა თანამშრომელი აწამებდა. მათგან ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.