Header Ads

The New York Times: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელის გათავისუფლებას აპირებს

ჯეიმს მეტისი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი დაითხოვოს. The New York Times-ის ცნობით, ეს შესაძლოა ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ მოხდეს. 

გაზეთის წყაროების ცნობით, ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მეტისი ძალიან ზრუნავს ამერიკულ ჯარზე და არ სურს, რომ პრეზიდენტმა ისინი პოლიტიკური მოწინააღმდეგების წინააღმდეგ გამოიყენოს.

გარდა ამისა, პენტაგონის ხელმძღვანელსა და ტრამპს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ნატოსთან დაკავშირებით, სამხრეთ კორეაში სამხედრო წვრთნებთან და ირანის ხელშეკრულებიდან აშშ-ის გამოსვლასთან დაკავშირებით.  

როგორც The New York Times-ი წერს, ტრამპს ასევე სურს, რომ პენტაგონის ხელმძღვანელი პრეზიდენტთან უფრო დაახლოებული პირი იყო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.