Header Ads

TripAdvisor-მა სოლსბერის ეკლესიის შეფასების პუბლიკაცია გამორთო

ვებგვერდმა TripAdvisor-მა სოლსბერიში მდებარე მონასტრის შესახებ პუბლიკაციები დროებით დაბლოკა. მომხმარებლები ხუმრობით წერდნენ, თუ როგორი კმაყოფილნი დარჩნენ სოლსბერიში მოგზაურობის შემდეგ. 

ამის მიზეზი კი რამდენიმე დღის წინ ალექსანდრ პეტროვის და რუსლან ბოშიროვის ინტერვიუ გახდა, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი სერგეი და იულია სკრიპალების მოწამლვაში ადანაშაულებს. მათ RT-თან ინტერვიუში თქვეს, რომ სოლსბერიში 'მსოფლიოში ცნობილი ეკლესიის' სანახავად ჩავიდნენ.

Apparently Ruslan Boshirov gave a good review about Salisbury Cathedral on TripAdvisor, I have to say it's a very convincing and informative review 😂 pic.twitter.com/Q2rYg69bc1

— Fahima (@FahimaIsaq) September 13, 2018

 

This is my favourite of the lot pic.twitter.com/DpSDMne7xt

— Manisha Ganguly (@manisha_bot) September 13, 2018

ორმა კაცმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ არიან რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი, ინტერვიუ მისცეს რუსეთის ტელეარხ Russia Today-ს. ეჭვმიტანილებმა უარყვეს მათი მონაწილეობა მკვლელობის განზრახვაში. მცირე ფრაგმენტში, რომელიც რუსულმა ტელეარხმა უჩვენა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ ის და მისი მეგობარი სოლსბერის ესტუმრნენ ბრიტანეთში მყოფი საერთო მეგობრის თხოვნით, რა დროსაც, შესაძლოა, სრულიად შემთხვევით მიახლოვებოდნენ სერგეი სკრიპალის სახლს.

დიდი ბრიტანეთის პარლმენტის დეპუტატმა სოლსბერიდან, ჯონ გლენმა, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილთა განცხადება ნდობას არ იმსახურებს. მისი სიტყვებით, ინტერვიუში მოყოლილი ვერსია არ შეესაბამება დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ხელთ არსებულ ინფორმაციას.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.