Header Ads

United Airlines-ის პილოტმა მართვის პულტი მიატოვა და მგზავრების გვერდით დაიძინა

ავიაკომპანია United Airlines-ის მგზავრები გაოგნდნენ, როდესაც დაინახეს, როგორ გადაიცვა მათი თვითმფრინავის პილოტმა სამოქალაქო ტანსაცმელი და ბიზნეს-კლასში დაიძინა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

საჰაერო ხომალდის მეთაურმა ნიუარკიდან გლაზგოში შვიდსაათიანი ფრენისას გადაწყვიტა ცოტა ხნით დასვენება. ერთ-ერთმა მგზავრმა მას ფოტოც გადაუღო. „როცა გაიღვიძა, ისევ ჩაიცვა ფორმა და კაბინაში შევიდა“, - ამბობს მგზავრი. მან იქვე დააზუსტა, რომ პილოტს დაახლოებით საათნახევარი ეძინა.

ავიაკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანგრძლივი ფრენის დროს პილოტებს დასვენების უფლება აქვთ და ეს დარღვევა სულაც არ არის.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.