Header Ads

Volvo თვითმართვად სატვირთო მანქანას ქმნის

თვითმართვადი სატვირთო<br/>მანქანა

Volvo თვითმართვადი სატვირთო მანქანის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ამავდროულად საწვავის ნაცვლად ელექტროენერგიაზე იმუშავებს. ინფორმაციას BBC Top Gear-ი ავრცელებს.

სატვირთო მანქანის ამ მოდელს 'Vera' ერქმევა და მისი მართვა 'ღრუბლოვანი სერვისით' (eCloud) იქნება შესაძლებელი, რომელიც მსოფლიო ლოგისტიკის ბიზნესის წარმოებას დააჩქარებს. ვარაუდობენ, რომ Vera, რომელიც თვითმართვადი იქნება, შეამცირებს და დაზოგავს იმ მატერიალურ და დროის რესურებს, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში სატვირთოს მძღოლს სჭირდება - მაგალითად დასვენება და განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი. ამით, სატვირთო გადაზიდვები უფრო ეფექტიანი გახდა.

ასევე, კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ სატვირთო მანქანას მოძრაობისთვის ელექტროენერგია დასჭირდება. Volvo Trucks-ის ავტონომიური გადაწყვეტილებების ვიცეპრეზიდენტის მიკაელ კარსლონის თქმით, Vera ჯერ კიდევ დაპროექტების ეტაპზეა: 'რადგან უნდა გადავჭრათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, რათა ჩვენს მომხმარებლებს პრემიუმ გამოცდილება შევთავაზოთ'. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.