Header Ads

პირველი ტაიმი დასრულდა | საქართველო 1-0 ანდორა (ვიდეო)












თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე დასრულდა უეფას ერთა ლიგის მატჩის პირველი ტაიმი.


როგორც მოსალოდნელი იყო, სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა, ხოლო ანდორელები მთელი გუნდით იცავდნენ საკუთარ კარს.


ანგარიში 33-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, როდესაც მეკარისკან მერჯვენა დაბალ კუთხეში აუღებელი დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა და მეტოქის კარში შეგორდა – 1-0.


ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე მინიმალური ანგარიშით გავიდნენ.


 

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.