Header Ads

კაკაურიძე: განათლების პროგრამების დაფინანსება დაახლოებით 123 მილიონი ლარით გაიზარდა

განათლების დაფინანსება

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

როგორც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში განათლების პროგრამების დაფინანსება დაახლოებით 123 მილიონი ლარით გაიზარდა.

მისი თქმით, განათლების სფერო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და შესაძლოა, გათვალისწინებული თანხები საკმარისი არ იყო, თუმცა განათლების სისტემის რეფორმას შესაბამისი მოსამზადებელი პერიოდიც სჭირდება.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს დონორებთან, მათ შორის იმისთვის, რომ სწორად ჩამოაყალიბოს რეფორმის ძირითადი კონცეფცია და მიზნები.

ამასთან, მან სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამისთვის გათვალისწინებულია დაახლოებით 12 მილიონი ლარი, საპილოტე პროექტის დაწყება პირველ ეტაპზე 50 სკოლაში იგეგმება.

კომიტეტის სხდომაზე განათლების სფეროს დაფინანსების საკითხით უმრავლესობის დეპუტატი ირინა ფრუიძე დაინტერსდა.

 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.