Header Ads

მიხეილ სალუაშვილი - გადასახედია პარტიების დაფინანსების მანკიერი წესი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს შემოიღო

მიხეილ სალუაშვილი - გადასახედია პარტიების დაფინანსების მანკიერი წესი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს შემოიღო

გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის ირგვლივ გაერთიანებული ხუთი ცრუ კანდიდატი სახელმწიფო ბიუჯეტში ხელს აფათურებს და ორ მილიონ ლარს ითვისებს, რადგან თითოეულ კვალიფიციურ სუბიექტს 400 000 ლარამდე გამოეყოფა – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სალუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.


„გადასახედია პარტიების დაფინანსების მანკიერი წესი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს შემოიღო და დღემდე მოქმედებს, რადგან 2008 წლიდან დღემდე, ბიუჯეტიდან 114 მილიონი ლარია გასული, რომლის 30-35% „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს აღებული“, – განაცხადა სალუაშვილმა. 

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.