Header Ads

ბრაზილიამ საუდის არაბეთს 2:0 მოუგო

ბრაზილიამ საუდის არაბეთს 2:0 მოუგო

ჰოლანდიის ქალაქ დორდრეჰტში ამხანაგური მატჩი ჩაატარა ბრაზილიის ნაკრებმა. მისი მეტოქე საუდის არაბეთის ნაკრები იყო.


ტიტეს გუნდმა თითო ტაიმის მიწურულს თითო გოლი გაიტანა და 2:0 მოიგო. პირველი გოლი გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა, მეორე ალექს სანდროს ანგარიშზეა, რომელმაც ნეიმარის პასი გამოიყენა.


85-ე წუთიდან საუდის არაბეთი ათი კაცით თამაშობდა, რადგან მეკარე მოჰამედ ალ-ოვაისმა მიიღო წითელი ბარათი.


ბრაზილიამ ზედიზედ მესამე ამხანაგური მატჩი მოიგო ისე, რომ გოლი არ გაუშვია.


შემდეგ შეხვედრას ბრაზილია 15 ოქტომბერს გამართავს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ.


საუდის არაბეთთან ბრაზილიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:


ედერსონი, ალექს სანდრო, მარკინიოსი, პაბლო, რენატო აუგუსტო, კაზემირო (უოლასი, 66), ფილიპე კოუტინიო (რიჩარლისონი, 72), ფაბინიო, ფრედი (ლუკასი, 46), შაბრიელ ჟესუსი (არტური, 72), ნეიმარი.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.