Header Ads

ქედასა და ხულოში ბიზნესიდეებისთვის ევროკავშირი 2 მილიონ ევროს გასცემს

ხულო

ევროკავშირი ქედასა და ხულოში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ათეულობით სამეწარმეო პროექტისთვის თანხას გამოყოფს. ადგილობრივ მეწარმეებს გრანტის მიღება თანადაფინანსებით შეეძლებათ. ამის შესახებ „აჭარის ტელევიზია“ წერს.

სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის პროექტი, ხულოში 48 თვის განმავლობაში  იმუშავებს.

2021 წლის მარტამდე ორი მილიონი ევრო დაიხარჯება, თანხის ნახევარი კი გრანტის სახით, ბიზნესის განვითარებისთვის გაიცემა. ხულოში დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უკვე შეიტანეს, კომისიამ 400-დან 187 აპლიკანტი მეორე ეტაპზე გადაიყვანა. გამარჯვებულებისთვის თანხის გაცემა მომდევნო წლის იანვარში დაიწყება.

ევროკავშირის დაფინანსებით აჭარის მაღალმთიანეთში ადგილობრივმა არყის წარმოება დაიწყო. მან საგრანტო კონკურსის ერთი ეტაპი უკვე გადალახა. მეწარმე ამბობს, რომ ალკოჰოლური სასმელი სინჯები შესამოწმებლად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გააგზავნა. გაირკვა, რომ ხულოში დამზადებული არაყი სტანდარტებს აკმაყოფილებს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.