Header Ads

ევროპის 60 ქალაქში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დემონსტრაციები გაიმართა

ევროპის 60 ქალაქში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დემონსტრაციები გაიმართა

„ჯერ კიდევ დრო გვაქვს“ ამ ლოზუნგით დღეს ევროპის 60 ქალაქში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დემონსტრაციები გაიმართა.


სხვადასხვა ქალაქში შეკრებილმა ათასობით აქტივისტმა მთავრობებს აღნიშნულ საკითხზე გაცილების მეტი ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდეს.


აქტივისტების თქმით, კლიმატის ცვლილება და მასთან ბრძოლის მეთოდები ქვეყნების პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა იყოს.


აქციების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაიმართა. პარიზში შეკრებილმა მანიფესტანტებმა საგანგაშო სიგნალის ნათელ მაგალითად უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დაასახელეს.


მათი თქმით, 13 ოქტომბერს, 30 გრადუსი ცელსიუსი მათი შეშფოთების მიზეზს ხსნის.


ერთი კვირის წინ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, გაერო-ს და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ შექმნილი მთავრობათშორის პანელის ექსპერტებმა დასკვნა გამოაქვეყნეს.


ანგარიშის თანახმად, გლობალური დათბობის 1,5 გრადუს ცელსიუსზე შენარჩუნებისთვის სწრაფი და უპრეცენდენტო ზომების მიღებაა აუცილებელი. ამისთვის კი, საერთაშორისო საზოგადოებას ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტის შეცვლა მოუწევს.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.