Header Ads

სიღნაღში დააკავეს კაცი, რომელმაც მუნიციპალიტეტში 6 სახლი გაქურდა

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ​ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტზე კაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა აღიარა, რომ ბოლო ფაქტის გარდა, მას მიმდინარე წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში კიდევ ხუთი საცხოვრებელი სახლი გაქურდა.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი ნივთების ნაწილი და მათ შორის - ორი სანადირო თოფი.

გამოძიება მიმდინარეობს ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.