Header Ads

სახელმწიფო სერვისების სააგენტომ საარჩევნო სიიდან 8000 გარდაცვლილის გვარი ამოიღო

ამომრჩეველი

სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოს თავმჯდომარის სოსო გიორგაძის განცხადებით, ვერც ერთი გარდაცვლილი პირი ვერ მოხვდება საარჩევნო სიაში, რომლის გარდაცვალების შესახებაც სახელმწიფოს ინფორმაცია აქვს.

გიორგაძის განმარტებით, საუბარი შეიძლება იყოს მათზე, რომლებიც გარდაიცვალნენ საზღვრებს გარეთ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მათ შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ მიგვიღია.

„20 000-მდე სავარაუდო მისამართზე განხორციელდა ადგილზე გასვლა, ჩატარდა საველე სამუშაოები იმისათვის, რომ ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება მოგვეხდინა და საარჩევნო ერთიანი სიიდან ამოგვეღო. დადასტურდა და სიიდან 8000 გარდაცვლილი ადამიანი ამოვიღეთ. ასევე საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა, რომ გარდაცვალება დარეგისტრირდეს ისეთი მარტივი საფუძვლით, როგორიც არის საბაჟოზე გარდაცვლილი პირის გადმოსვენება“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

ამასთან, დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ცესკოსთვის გადაცემული მონაცემების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 558 437 პოტენციური ამომრჩეველია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.