Header Ads

იემენში საუდის არაბეთის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს ათი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

იემენში საუდის არაბეთის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს ათი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

იემენში საუდის არაბეთის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს ათი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიკოსებზე დაყრდნობით იუწყება.


საჰაერო თავდასხმა ჰოდეიდას პროვინციაში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან განხორციელდა. საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ავიაიერიშის სამიზნე ამბოხებული შიიტი ჰუსიტების პოზიციები იყო, თუმცა საჰაერო შეტევის დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე სამგზავრო ავტობუსი მოძრაობდა.


როგორც ცნობილია, ავიაიერიშის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის რვა წევრი მოხვდა.


იემენში სამოქალაქო დაპირისპირება 2015 წლის შემდეგ მიმდინარეობს. ერთმანეთს ამბოხებული ჰუსიტები და ქვეყნის ხელისუფლება ებრძვიან.


კონფლიქტში ჩართულია საუდის არაბეთიც, როგორც იემენის ხელისუფლების მხარდამჭერი. ის საერთაშორისო კოალიციასთან ერთად ამბოხებულების პოზიციებზე საჰაერო ოპერაციას აწარმოებს.


2015 წლის შემდეგ მიმდინარე კონფლიქტს უკვე 10 ათასი ადამიანი შეეწირა, ორი მილიონი ადგილობრივი კი იძულებული გახდა, მშობლიური სახლები დაეტოვებინა.







Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.