Header Ads

„კონტინენტის ფარის“ პირველ შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივი დამარცხდა

ავჭალის სარაგბო სტადიონი

საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის ლოკომოტივმა „კონტინენტის ფარის“ ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში იტალიის კლუბ „კალვიზანოს“ ავჭალის სარაგბო სტადიონზე უმასპინძლა და ანგარიშით 6:17 დამარცხდა.

შეხვედრა მეტოქის სასარგებოდ წარიმართა. პირველი ტაიმი იტალიელებმა 11:6 მოიგეს.

კონტინენტის ფარი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მესანე დონის ტურნირია. ტურნირის გამარჯვებული 2019-2020 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფის“ საგზურს მოიპოვებს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეორე მეტოქეც იტალიური კლუბი „ფაიმე ოროსი“ არის.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ჩემპიონი იტალიაში, 8 დეკემბერს გამართავს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.