Header Ads

შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი ჩაიძირა

შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი გემი ჩაიძირა. ამის შესახებ საგენტო „რია“ რუსულ ნავსადგურზე დაყრდნობით წერს.

ეკიპაჟის შემადგენლობაში 8 ადამიანი იყო, მათგან ორი თურქეთის მოქალაქე და ექვსი აზერბაიჯანის. მათი გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. 

გემს ჯართი გადაჰქონდა. ის 1900 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.