Header Ads

მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერ სააკაშვილს მორალური უფლება არ აქვთ, ომსა და მის შედეგებზე ისაუბრონ

მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერ სააკაშვილს მორალური უფლება არ აქვთ, ომსა და მის შედეგებზე ისაუბრონ

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ომსა და მის შედეგებზე ისაუბრონ, – ასეთი შეფასება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ფრანკუფრტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ერთი სიტყვა არ უთქვამს ოკუპაციაზე.


მამუკა მდინარაძის შეფასებით, მამუკა ბახტაძეს გაერო-ს ტრიბუნაზე ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა, სადაც ოკუპაციაზე მთელი სიმძაფრით ისაუბრა და მისი გამოსვლა საერთაშორისო პარტნიორებმა მოიწონეს.


„მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, მამუკა ბახტაძე არის ძალიან ადეკვატური და ბოდიში მამუკასთან, რომ საერთოდ შედარებას ვაკეთებ, არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება წესით, რადგან მამუკა ბახტაძე გამოდიოდა გაერო-ს ტრიბუნაზე და მას ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა. მთელი სიმძაფრით ისაუბრა ოკუპაციაზე და მისი გამოსვლა საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწონებულ იქნა. გამოსვლაში იყო ყველა საჭირო მესიჯი, რაც ქვეყნის ინტერესებში ჯდებოდა. ქართულად რომ იყო გამოსვლა, ესეც ძალიან კარგი“, – განაცხადა მდინარაძემ.


რაც შეეხება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, დეპუტატის თქმით, მამუკა ბახტაძემ ქართულ კულტურაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე სუვერენიტეტსა და ქვეყნის მთლიანობაზე ისაუბრა.


„რაც შეეხება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, მან ისაუბრა ქართულ კულტურაზე. ეს იყო პლატფორმა, სადაც ძირითადად კულტურაზე უნდა ესაუბრა პრემიერ-მინისტრს. მიუხედავად ამისა, მან ასევე ისაუბრა სუვერენიტეტზე, ქვეყნის მთლიანობაზე და ვფიქრობ შედარება, მისი გაკიცხვა არის ამაზრზენი სააკაშვილის მხრიდან, ადამიანისგან, რომელიც პრაქტიკულად შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ილაპარაკონ ომზე და მის შედეგებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.







Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.